fbpx
ტერორიზმი

ბერძენი ანარქისტები სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ, ქურთების მხარეს იბრძვიან

“Ελεύθερος Τύπος”-ის ექსკლუზიური რეპორტაჟი იტყობინება, რომ ბერძნები სირიაში ქურთების დასახმარებლად, ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვიან. როგორც ცნობილია, ბერძენი ანარქისტები ქურთ იდეოლოგისტებს ეხმარებიან დიდი ხნის ოცნების ხდენაში, შექმნან ”დიდი ქურთისტანი”, რომელიც დღეს სირიის, თურქეთის, ირანის და ერაყის ტერიტორიაზეა გაფანტული.

სირიის კონფლიქტის ზონაში საბერძნეთის მოქალაქეების ყოფნის შესახებ ჭორები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა “Ελεύθερος Τύπος”-ის მიხედვით, ეს ჭორები რეალობად იქცა და აშკარად დადასტურდა. მტკიცებულება ბერძენი ანარქისტების სურათებია, ქურთ ამბოხებულებთან ერთად. ისინი შეიარაღებულები არიან კალაშნიკოვის ტიპის იარაღებით და დგანან კედლის წინ, რომელზეც ბერძნული წარწერებია გამოსახული. წარწერები რევოლუციისა და ტერიტორიების დაპყრობისკენ მოუწოდებენ.

onalem

ტესტ