fbpx
კრიმინალი

ბერძენ პოლიციელს პაკისტანელების გაძარცვის მცდელობის ბრალდება წაუყენეს!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში პაკისტანელების მიერ ნაცემი ოფიცერი იპოვა. მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და დაბმული იყო, ყველაფერი ისე ჩანდა, რომ პოლიციელი პაკისტანელების მსხვერპლი იყო. თუმცა, რეალობა სხვაგვარია.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა ოფიცერმა და კიდევ სამმა უცნობმა პირმა ბინაში შესვლა მოახერხა, სადაც პაკისტანის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და ინახავდნენ კონტრაბანდულ სიგარეტს, 325 ევროსა და მობილურ ტელეფონებს.

ძარცვისას სამმა მათგანმა გაქცვა მოახერხა, ხოლო მეოთხე, სწორედ ეს პოლიციელი, პაკისტანის მოქალაქეებმა დაიჭირეს და ბინაში გამოამწყვდიეს.

ცხადია, საქმის გახსნის შედეგად თავად უცხოელებიც დააკავეს, რადგან მათ რამდენიმე კანონდარღვევაში მიუძღვით ბრალი, თუმცა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნაცემი პოლიციელის წინააღმდეგაც, რომელმაც ყველაფერთან ერთად, თავიდან ცრუ ჩვენება მისცა.

პოლიციელი ჯერჯერობით ათენის 401 საჯარო საავადმყოფოში რჩება.

onalem

ტესტ