fbpx
საზოგადოება

ახალგაზრდა ბერძენი ექიმი ზვიგენის თავდასხმამ იმსხვერპლა

ბერძენ-ავსტრალიელი ექიმი, დანიელ ხრისტიდისი, რომელიც მელბურნიში მოღვაწეობდა და რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყეველებდნენ, ზვიგენის თავდასხმიდან რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა მკვლევართა შორის, რომლებიც ხუთდღიან კრუიზზე მიდიოდნენ. ის დაახლოებით 17:35 წუთზე სერფინგის დაფით ზღვაში გავიდა, რა დროსაც ზვიგენი დაესხა თავს.

როგორც ცნობილი გახდა, 24 საათის მანძილზე ზვიგენი სამ ადამიანს დაესხა თავს, თუმცა ხრისტიდისი ყველაზე უიღბლო აღმოჩნდა.

მას დაზიანებული ჰქონდა მარცხენა თეძო, მარჯვენა კიდურის წვივი და მარცხენა ხელი. მის დასახმარებლად ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება, თუმცა, ის, ფაქტობრივად, ზვიგენის კბილებისგან დაჩეხილივით გამოიყურებოდა.

20:00 საათისთვის ის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მოგვიანებით გარდაიცვალა.

onalem

ტესტ