fbpx
მეცნიერებასაბერძნეთი

ბერძენ-ავსტრალიელი მეცნიერის კვლევა ჭარბ წონასთან დაკავშირებით

მონაშის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტისა და მოლეკულური ბიოლოგიის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელსაც ბერძენ-ავსტრალიელი ტონი ტიგანისი ხელმძღვანელობს, ის თავსატეხი ამოხსნა, რომელიც მსოფლიოში ეპიდემიასავით არის მოდებული. ეს ჭარბი წონაა.

ტიგანისი ამბობს: ”ჭარბი წონა არის ის, რაც მსოფლიოს მოსახლეობისთვის საერთო დაავადებაა. სიმსუქნე ამცირებს ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.”

მკვლევარებმა, როგორც ჩანს, გადაჭრეს მთავარი პრობლემა. არსებობს ე.წ. ”ცხიმის გამომრთველი”, რომელიც ტვინში წონას არეგულირებს. მათ აჩვენეს ლაბორატორიული მოდელები, რომლებიც კვებას აკონტროლებენ და აწესრიგებენ. კერძოდ, ხდება ენერგიის შემცველი თეთრი ცხიმის გარდაქმნა ყავისფერ ცხიმად, რომელშიც ენერგია შეინახება. ადამიანის სხეულში სპეციალური უჯრედების, ადიპოციტების საშუალებით ცხიმი თეთრიდან ყავისფრად გარდაიქმნება და პირიქით.

”შედეგი არის ის, რომ ყავისფერი ცხიმი, რომელიც ადამიანის წონის მომატებას იწვევს, მუდმივად გამორთულია, ენერგია კი მთელი დღის მანძილზე მცირდება. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ჭამოთ. ჭამის დროს ვერ იგრძნობთ ენერგიის გადამეტებულ ზრდას,” ამბობს პროფესორი ტიგანისი.

onalem

ტესტ