fbpx
საზოგადოება

ბერძენ-ამერიკელ მსახიობს, მარია მენუნოსს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

ამერიკაში მოღვაწე ბერძენ მსახიობსა და ტელეწამყვანს, მარია მენუნოსს, რამდენიმე ხნის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა.

მისი ქირურგიული ოპერაციიდან, რომლის დროსაც მას ტვინიდან სიმსივნის 99,9% ამოაჭრეს, თითქმის 1 თვე გავიდა. ახლა ის რეაბილიტაციის პროცესშია. 7 საათიანი ოპერაცია მუდმივი ინტერესის საგანი იყო, თუმცა მან ამის შესახებ ჟურნალთან ”People” პირველად ახლახანს ისაუბრა.

”ვგრძნობდი, რომ ძალიან ვსუსტდებოდი და თავის ტკივილები მქონდა. ჩემი ეთერში გამოსვლა ეფექტური აღარ იყო და ტექსტების წაკითხვაც კი ძალიან მიჭირდა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ექიმს იმისთვის, რომ მე თავი არ მიგრძვნია იმდენად სასოწარკვეთილად. თითქოს ტვინის სიმსივნე სულაც არ მქონდა.

როდესაც დიაგნოზი მოვისმინე, ეს ყველაფერი გიჟური და სულელური მომეჩვენა და ნამდვილად გამეცინა, რადგან დედაჩემი 4 წლის მანძილზე ებრძოდა ტვინის სიმსივნეს, მაშინ კი იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი,” ამბობს ტელეწამყვანი.

8 ივნისს ჩატარებული ოპერაციის შედეგად სიმსივნის 99,9% ამოიკვეთა, თუმცა არსებობს მისი თავიდან განვითარების დაახლოებით 6-7% შანსი.

”მიუხედავად იმისა, სიმსივნე კეთილთვისებიანია თუ პირიქით, ის მაინც იწვევს საშინელ პრობლემებს, ეს კი იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ ნაწილშია განვითარებული და რა ზომისაა ის. ჩემს შემთხვევაში ოპერაციისას გოლფის ბურთის ზომის სიმსივნე ამოიღეს. ბალანსი ჯერ კიდევ არ დამიბრუნებია, სახე გაბუჟებული მაქვს. მაგრამ დღითი დღე ვძლიერდები და სულ მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები,” აცხადებს მარია.

onalem

ტესტ