fbpx
საზოგადოება

ბერძენ 9 წლის გოგონას თავს დაესხნენ, რადგან უცხოელი მიგრანტი ეგონათ

გაზეთ “ΕΜΠΡΟΣ”-ის ცნობით, 9 წლის გოგონა ოთხი მამაკაცის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ის უცხოელი ეგონათ.

ინციდენტი კუნძულ ლესვოსზე, პერამაში, აგიოს პანტელეიმონას ეკლესიის ეზოში მოხდა. გოგონა თავსაბურავს ატარებდა, რის გამოც, ოთხმა თავდამსხმელმა ჩათვალა, რომ ის უცხოელი ლტოლვილი ან მიგრანტი იყო.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საქმეში პოლიცია ჩაერია, თუმცა, მამაკაცები არ დაუკავებიათ, რადგან მათ “ბოდიში” მოიხადეს და გოგონას დედამაც საჩივარი არ შეიტანა.

ცნობილი გახდა, რომ ლესვოსის სოფლებში ჩამოყალიბდა “მცველთა გუნდი”, რომლის წევრებიც იქაურობას აკონტროლებენ და უცხოელი ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისგან იცავენ. სავარაუდოდ, მამაკაცების ქცევაც ამ ყველაფერს უკავშირდება.

ეს კი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ სახლში ორი კვიპროსელი ჯარისკაცი და 5 აფრიკელი თავშესაფრის მაძიებელი ლტოვილი შესახლდა და მათ გამოსაყვანად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

 

onalem

ტესტ