fbpx
საზოგადოება

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კაცს შევხვდი” – რას ჰყვებოდა ვიქტორია My Style Rocks-ში მეუღლეზე

ვიქტორია ცნობილია არა მხოლოდ თავისი სილამაზითა და My Style Rocks-ში მონაწილეობით, არამედ იმითაც, რომ თითქმის ყოველთვის ახსენებდა თავის მეუღლეს, რომელიც გუშინ საღამოს ვულაში, მათ სახლთან მოკლეს. ის გადაცემაში ჰყვებოდა მოსიყვარულე ქმარსა და ქორწილზე, რომელიც მიკონოსზე, ვიწრო წრეში შედგა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა ტრაგედია ელოდათ წინ:

“ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების კაცს შევხვდი. ჩვენი შვილები ქორწილში ძალიან ბედნიერები იყვნენ. მესამე შვილიც მინდა, მაგრამ ჯერ პირველი ორი უნდა წამოზარდო. ბავშვები დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ეს მოთმინებასაც მოითხოვს. ჩვენთვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ოჯახი და ბავშვებია.”

ვიქტორიას დედა უკრაინელია, ხოლო მამა ბერძენი. ისინი საბერძნეთში 2001 წელს ჩამოვიდნენ და ალექსანდროპულში 2 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. მას მოგებული აქვს სილამაზის კონკურსის უამრავი ჯილდო.

onalem

ტესტ