fbpx
საზოგადოება

“ბავშვი დაახრჩო, შემდეგ კი Facebook-ზე სურათებს ტვირთავდა” – რას ამბობს 19 წლის გოგოს მეგობარი

19 წლი გოგონას მეგობარი ბერძნულ მედიასთან საუბრობს. ის მომხდარის გამო შოკშია და ვერ იჯერებს, რომ ეს ყველაფერი სწორედ მან ჩაიდინა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გოგონამ შვილი გააჩინა, ჭიპლარით დაახრჩო, შემდეგ კი მისმა დედამ ჩვილი სანაგვეზე გადააგდო.

“მე მას კარგად ვიცნობდი, რადგან ერთი და იგივე კუნძულიდან ვართ. ის მამის გარდაცვალების შემდეგ ათენში წამოვიდა, შემდეგ მეც ჩამოვედი და სოციალურ ქსელში მივწერე. ის მელაპარაკებოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ორსულად იყო. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ზუსტად სამი დღის წინ, ის Facebook-ზე ფოტოებს ტვირთავდა და თქვენ ვერც კი იფიქრებდით, რომ ამ გოგომ შვილი გააჩინა, მოკლა და შემდეგ გადააგდო. ის ძალიან კარგად და ბედნიერად გამოიყურებოდა. მე ვფიქრობ, რომ მას ბავშვის მოკვლა განზრახული ჰქონდა.

ის ფოტოებს ტვირთავდა, სადაც მხიარულად გამოიყურებოდა. თუმცა, ზოგიერთ მის მესიჯში იყო რაღაც უცნაური, როდესაც ვეკითხებოდი, ხდებოდა თუ არა რამე, მპასუხობდა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად ვერ იყო.

მთელი ორსულობის მანძილზე, თუკი ბავშვის დატოვებას აპირებდა, ის მე ამის შესახებ მეტყოდა, თუმცა, რადგან არაფერი თქვა, ესეიგი ბავშვის მოკვლაზე დიდხანს ფიქრობდა და ეს დაგეგმილი ჰქონდა. სწორედ ეს მაბრაზებს ყველაზე მეტად. მის დედას კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ყველამ იცოდა რომ მე და 19 წლის გოგონა მეგობრები ვიყავით,” ამბობს ის.

onalem

ტესტ