ბავშვი და სიგარეტი: 1500 ევროიანი ჯარიმა მძღოლებს – Georgians.gr

ბავშვი და სიგარეტი: 1500 ევროიანი ჯარიმა მძღოლებს

საბერძნეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში მძღოლთან ერთად იმყოფება 12 წლამდე ასაკის ბავშვი, დაუშვებელია სიგარეტის ანთება. თუნდაც, ეს იყოს ელექტრო სიგარეტი ან ნებისმიერი მსგავსი რამ.

აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება 1,500 ევროს ოდენობით. ხოლო თუ ტრანსპორტი საზოგადოებრივია, მაგალითად ავტობუსი, ტროლეიბუსი და ა.შ. ჯარიმა 3,000  ევრომდე იზრდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა.

კანონი ასევე ითვალისწინებს მოწევის აკრძალვას ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საავადმყოფოში, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში.

melano

ტესტ