“ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ” – რას ამბობს 44 წლის ქალის მეუღლე

44 წლის ხრისულა სპაგადორუ ათენში, კიფისიის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოტოციკლს ემსხვერპლა, მძღოლი კი გაიქცა. ის შვილთან ერთად კინოში მიდიოდა. თუმცა, ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა.

ორი შვილის დედა “ევანგელისმოს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი მეუღლე პოლიციისგან მკვლელის დაუყოვნებლივ პოვნას ითხოვს:

“შოკში ვარ. ჩემ უკან ორი ბავშვია, რომელთათვისაც ჯერ არც კი მითქვამს, რომ დედა აღარ ჰყავთ. ხელში არაფერი გვჭირავს. პოლიციამ მძღოლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის.”

“ის უნდა იპოვონ. და მკაცრად დაისაჯოს,” ამბობს ქალის მამა.

მოტოციკლის მძღოლის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს.

თვითმხილველებმა იციან მხოლოდ ის, რომ მას ჩაფხუტი არ ეკეთა, თუმცა, მისი სახე ახლოდან არავის დაუნახავს, ვინაიდან სწრაფად მიდიოდა.

ოჯახი თითოეულ ადამიანს სთხოვს, რაიმე ინფრომაციის ქონის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე: 2111891440 ან 2111891000.

melano

ტესტ