fbpx
კრიმინალი

ბავშვებით ვაჭრობა – საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ის ერთ-ერთია  დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრს შორის, რომლებიც ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აიყვანეს.

მათ ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.

ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ,ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, სწორედ ეს 40 წლის ქალია საქართველოს მოქალაქე, რომელიც მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით სულ მცირე 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.

onalem

ტესტ