ბავარიის ქალაქ ცირნდორფში აფეთქება მოხდა

ბავარიის ქალაქ ცირნდორფში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიგრაციისა და ლტოვილთა საკითხებზე მომუშავე ფედერალური უწყების ოფისთან ამოქმედდა.

დაშავეულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აფეთქდა ჩანთა, რომელშიც აეროზოლის ბალონები იყო მოთავსებული. ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.