fbpx
საზოგადოებატერორიზმი

ბარსელონას ტერაქტისას დაშავებული ბერძენი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ხუთშაბათს ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმისას დაშავებული ბერძენი ქალის მდგომარეობა მძიმეა. Skai-ის ინფორმაციით, მას 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

საბერძნეთის საკონსულო ესპანეთში ოჯახთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება. როგორც დაშავებული ქალის მეუღლე აცხადებს, თავდასხმის შედეგად, მათ ორ შვილსაც აღენიშნებათ დაზიანებები.

საბერძნეთის საელჩო ესპანეთში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალი რეალურად გერმანული წარმომავლობისაა და გათხოვილია ბერძენ მამაკაცზე. მათ ორ შვილს აქვს ორმაგი, საბერძნეთისა და გერმანიის მოქალაქეობა.

ქალის ნათესავები Skai-სთან საუბარში ამტკიცებენ, რომ დაშავებულის მამა გერმანელია, თავად ქალს კი ბერძენად თვლიან. მის ორ შვილს მსუბუქი ტრამვები აქვს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნათესავები ძალიან შეშფოთებულები არიან ქალის მდგომარეობით და საკუთარ მწუხარებას ღიად გამოხატავენ.

კატალონიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 14-ია, ხოლო დაშავებულების რიცხვმა 130-ს მიაღწია. მსხვერპლებს შორის 24 სხვადასხვა ეროვნების ადამიანია.

onalem

ტესტ