fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

„მაკედონიის“ აეროპორტში თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფულსა და სხვა ძვირფას ნივთებს მგზავრების ბარგიდან იპარავდა.

დაკავებულია „ბარგის ქურდი“ თესალონიკში „მაკედონიას“ აეროპორტში თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფულსა და სხვა ძვირფას ნივთებს მგზავრების ბარგიდან იპარავდა.

თესალონიკის აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ თვითონ ადგილობრივი პერსონალის ერთ-ერთი წევრი გახდა მიზეზი უამრავი დანაშაულისა.

საუბარია 36 წლის მამაკაცზე, რომელმაც იმის მაგივრად მოგზაურთა ბარგი გაეტარებინა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ის კარგად ათვალიერებდა, აკვირდებოდა თუ ეს მისთვის „საინტერესო იქნებოდა“ შემდეგ კი ასე ჩვეულებრივად ხსნიდა და ძვირფას ნივთებს ისაკუთრებდა. უამრავი საჩივარი შევიდა, რის საფუძველზეც მკაცრი გამოძიება დაიწყო და მამაკაცი, დილის საათებში ფაქტზე დაიჭირეს.

ჩხრეკკის დროს მამაკაცს აღმოაჩნდა:

10.050 ევრო
391 დოლარი
12.000 იაპონური იენი
45 ბრიტანული ფუნტი
2.910 რუსული რუბლი
490 სერბიული დინარი
400 უნგრული ფორინტი

ასევე, ორი ბანკის ანგარიში დიდი ანაბრით. ბრალდებული მომდევნო დღეებში წარსდგება სასამართლოს წინაშე.