fbpx
საბერძნეთი

თურქეთი: ახლო მომავალში ორი ბერძენი ჯარისკაცის გადმოცემაზე არც კი იფიქროთ

თურქეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ისაუბრა აგელო მიტრეტოდის და დიმიტრი კუკლაძის შესახებ, რომლებიც არიან დაკავებულნი 1-ლი მარტიდან.

მის განცხადებაში ბოზდაღმა აღნიშნა, რომ ბერძენი ჯარის კაცების გადაცემა არ მოხდება, თურქეთის სამხედრო პირმა სიტყვიერი თავდასხმა განახორციელა ბერძენი პოლიტიკოსების მიმართ და დაადანაშაულა, რომ  ისინი ცდილობენ ათენის და ანკარას შორის ურთიერთობების გაფუჭებას.

Twitter-ის მეშვეობის ბოზდაღმა დაწერა, რომ  ის  საბერძნეთს და თურეთს შორის კარგი ურთიერთობის მომხრე არის,  რისთვისაც მისი აზრით ბევრი სწორი ნაბიჯი არის გადადგმული. მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმე “არაფრის გამკეთებელი” ბერძენი პოლიტიკოსები ცდილობენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას.

ასევე ისაუბრა რამოდენიმე ბერძენი მინისტრის განცხადებებზე, რომლებიც, მისი თქმით, საბერძნეთისთვის არაფრის მომტანია.