fbpx
საბერძნეთი

ახალშობილთა სიკვდილიანობა საბერძნეთში

საბერძნეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომელიც კრიზისის პერიოდში 26%-ით გაიზარდა. შედეგები მიღებულია Imperial College London-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად.

ექსპერტებმა ამოსავალ წერტილად 2010 წელი აიღეს, როდესაც მთავრობამ კრიზისის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღო, რამაც მასობრივი უმუშევრობა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მკვლევარები საეჭვოდ მიიჩნევენ კრიზისული მდგომარეობის პირდაპირ გავლენას ჯანმრთელობის ხარისხზე, თუმცა, მოცემული სურათი მაინც აღწერს არსებულ მდგომარეობას.

პრიფილაქტიკური მედიცინის პროფესორი, იანის ტუნდასი, აცხადებს: ”ოჯახური გარემო და ატმოსფერო ბავშვისთვის ცხოვრების პირველი 29 დღის მანძილზე გადამწყვეტია, ასევე პირობები, რომელშიც ის იმყოფება, საკვები, გათბობა, წყლის ხარისხსი და ა.შ.”

2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, საბერძნეთში ჯანდაცვის სფეროში გაღებული ხარჯები საგრძნობლად შემცირდა. ასევე შემცირდა საშუალო ხელფასი 20%-ით. უმუშევრობა 9%-დან 26%-მდე გაიზარდა. ხოლო ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. პარალელურად გაიზარდა ახალშობილთა სიკვდილიანობის რიცხვი.

იანის ტუნდასი: ”2009 წელს ხალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა შეწყდა, თუმცა 2010 წლიდან ყოველწლიურად 1,8%-ით იზრდება.”

onalem

ტესტ