fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ახალი თავდასხმა მიგრანტზე: სამუშაოს დატოვებისას 30 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს

გავრცელდა ინფორმაცია მიგრანტზე ახალი თავდასხმის შესახებ. 30 წლის უსან მუჰამედს 10-12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დაახლოებით 15:00 საათზე დაესხა თავს. ის ამ დროს სამსახურიდან ბრუნდებოდა. მუჰამედი ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს.

30 წლის მამაკაცი უმოწყალოდ სცემეს და თავი მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს, რაც გონება სრულიად დაკარგა. მოგვიანებით ის გამოფხიზლდა, დაბრუნდა რესტორანში, რომელშიც მუშაობს და თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა ჭრილობები დაუმუშავეს. მათი განცხადებით მამაკაცს დაზიანებული აქვს სახე და ხელები. მოტეხილობები აღენიშნება ცხვირზე.

onalem

ტესტ