fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ახალი საგზაო წესები საბერძნეთში: ჯარიმები გამკაცრდება

საბერძნეთში მიღებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, საგზაო წესების დამრღვევი პირებისთვის ჯარიმები გამკაცრდება.

კერძოდ, დამრღვევ პირებს გაუუქმდებათ უფლებამოსილება, გადაიხადონ დაკისრებული ჯარიმის ნახევარი 10 დღის მანძილზე. ამასთანავე, ჯარიმის ოდენობა, ახლანდელთან შედარებით 40%-ით შემცირდება, თუმცა, სამჯერ გაიზრდება იმის მიხედვით, თუ ვის რამდენი აქვს შემოსავალი.

მძღოლები, ყოველდღიური მავნე ჩვევების გამო, როგორიცაა მაგალითად, საჭესთან მოწევა, მკაცრად დაისჯებიან.

საგზაო უსაფრთხოების კომიტეტი კრიტერიუმებს და შეფასების სისტემას მოამზადებს.

კატეგორიებს დაემატება ანტისოციალური ქცევა, რომლისთვისაც მძღოლებს მართვის მოწმობა 60 დღით ჩამოერთმევათ.

რაც შეეხება, საჭესთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჯდომას, ჯარიმა განისაზღვრება მძღოლის შემოსავლის მიხედვით.

კანონპროექტმა ტაქსის მძღოლების მძაფრი რეაქციები გამოიწვია.

onalem

ტესტ