ახალი რეგულაციები: ემიგრანტები დაუდასტურებელი შემოსავლების გარეშე ბინების შეძენას ვეღარ შეძლებენ

ახალი საბანკო რეგულაციების მიხედვით, რომლებიც 2018 წლის 1 ნომებრიდან ამოქმედდება, კრედიტების აღება ბევრად უფრო რთულდება.

პირველად დარტყმას მიიღებენ სამშენებლო კომპანიები და პირები, რომლებიც აღნიშნულ სექტორში არიან დასაქმებულნი. თავად ბინების გაყიდვის ტენდენცია კი 40%-50%-ით დაიკლებს, რაც სამუშაო ადგილებს ავტომატურად შეამცირებს.

როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება, დაუდასტურებელი შემოსავლების გარეშე ბინების შეძენას ვეღარ შეძლებენ ემიგრანტები, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ მათ თუ არა რეალურად გადასახადის გადახდა და ბანკში სესხის აღება. სამშენებლო კომპანიების ძირითადი მომხმარებლები კი სწორედ უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები არიან.

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 15 წლამდე იზღუდება იპოთეკური სესხის გაცემის ვადაც, ხოლო სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ ოთხი წლით გაიცემა.

melano

ტესტ