fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

სიახლე – როდის გაიხსნება საბერძნეთში ბაზა სოციალური დახმარების მისაღებად?!

სოციალური დანამატის მონაცემებთან და შესაბამის პლატფორმასთან – www.koinonikomerisma.gr დაკავშირებით ცვლილებებია.

პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ განაცხადა, რომ ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც სოციალურ დანამატზე განაცხადის შევსებაა შესაძლებელი, სამშაბათს, 4 დეკემბერს გაიხსნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდება.

EDIKA-ს პრეზიდენტმა და მმართველმა დირექტორმა, ანასტასიოს ტაგარიმ ERT-ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვებ-გვერდი სამშაბათს ვერ იფუნქციონირებს და მისი გახსნა ცოტა ხნით გადაიდო.

როგორც აღინიშნა, დღეს შესაბამისი მინისტერიალი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს სოციალური დანამატის შესახებ და საბოლოო პროცედურები koinonikomerisma.gr-ის საიტზე ხვალ გატარდება.

“ვფიქრობ, ვებ-გვერდი ამ კვირის ბოლოს გაიხსნება”, – განაცხადა ბატონმა ტაგარიმ.

როგორც უკვე აღინიშნა, გადარიცხვები მომავალ კვირას განხორციელდება.

 

onalem

ტესტ