fbpx
კანონმდებლობა

ახალი კანონი საბერძნეთში, რომელიც მიზნად განქორწინების დაჩქარებას ისახავს

იუსტიციის მინისტრმა სტავროს კონტონისმა განსახილველად ახალი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ურთიერთშეთანხმებულ განქორწინებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, წყვილებს, რომელთაც განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს, შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი სანოტარო აქტის მეშვეობით მოაგვარონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ალიმენტი, მეურვეობა, ქონების გაყოფა და ა.შ.

სანოტარო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ორივე მხარემ ან მათმა წარმომადგენლებმა.

კანონის მიხედვით, მშობლებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან გადაწყვეტილებას მეურვეობის თაობაზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

onalem

ტესტ