ახალი კანონი საბერძნეთში: კაზინოებში სესხების აღება იქნება შესაძლებელი – Georgians.gr

ახალი კანონი საბერძნეთში: კაზინოებში სესხების აღება იქნება შესაძლებელი

თუ საბერძნეთის ბანკებში პრობლემებია, გამოსავალს კაზინოებში იპოვით. ბერძნული კაზინოები ანუ უკვე ბერძნული კაზინო ბანკები. გავრცელებული ინფორმაციით, კაზინოებს მიენიჭათ უფლებამოსილება გასცენ სესხები 50, 000 ევრომდეც კი. შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიმართლეა. გასულ ორშაბათს პარლამენტში აღნიშნულ კანონპროექტს უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.

კაზინოებში მოთამაშეებს შეუძლიათ აიღონ თანხა სესხის სახით, 50, 000 ევრომდე და ითამაშონ იქამდე, სადამდეც სურთ ან სადამდეც გასწვდებიან.

მსესხებელი თანხას ნაღდი ფულის სახით აიღებს და ეს ყველაფერი კაზინოში სპეციალური ოპერაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოიზიდონ მდიდარი მოგზაურები, რომელთაც სურთ ბედი საბერძნეთში სცადონ. ძირითადი სამიზნე გაერთიანებული საემიროები და ახლო აღმოსალეთის სხვა ქვეყნებია.

თუმცა, არსებობს კრიტიკის ტალღაც. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, გაიზრდება სესხების რიცხვი, რომელიც რეალურად არ მოხმარდება თავდაპირველად დასახელებულ მიზანს. ამიტომ საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.

melano

ტესტ