ახალი ინფორმაცია ომონიის ინციდენტზე

ერაყელმა ახალგაზრდამ ზინონოს და კუმუნდურუს ქუჩების კვეთაზე ერთ–ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც მაღაზიის მეპატრონე მის (დამნაშავის) ცოლთან კამათში იქნა შემჩნეული. ერაყელი მაღაზიიდან გავიდა და უკან ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა, რომლიდანაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი ადამიანი, ტანსაცმლის მაღაზიაში მყოფი და შემთხვევითი გამვლელი მძიმედ დაიჭრა, ხოლო 56 წლის მეპატრონე ადგილზევე გარდაიცვალა.
ერაყელი დამნაშავე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
მიმდინარეობს გამოძიება.