fbpx
კრიმინალი

ახალი ექსკლუზიური ვიდეო – რა მოხდა ომონიაზე ძვირფასეულობის მაღაზიასთან?!

protothema.gr ახალ ექსკლუზიურ ვიდეოს საჯაროდ ავრცელებს. ვიდეოზე აღბეჭდილია ომონიაზე, ძვირფასეულობის მაღაზიასთან ზაკ კოსტოპულოს დაკავების მომენტი, თუ როგორ წევს ის ძირს და მას რამდენიმე პოლიციელი დასტრიალებს თავს.

ისინი ცდილობენ 33 წლის კოსტოპულოს მოძრაობის საშუალება არ მისცენ. გარშემო ისმის ხმები, თუ როგორ კითხულობს ხალხი გამოიძახა თუ არა ვინმემ სასწრაფო დახმარება. თუმცა, ისმის ნეგატიური ფრაზებიც.

ვიდეოდან არ ჩანს ზაკის რეაქცია, ცდილობს თუ არა ის მათგან თავის დაღწევას ან რა მდგომარეობაშია ის იმ მომენტში. თუმცა, ფაქტია, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

პოლიციის 7 ოფიცერი კოსტოპულოს დაკავებას ცდილობდა, რომელსაც გაქცევის უნარიც კი აღარ ჰქონდა.

onalem

ტესტ