ახალგაზრდების თავდასხმა SYRIZA-ს დელეგაციაზე

“პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებული დაძაბულობამ უკვე იჩინა თავი. გუშინ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მისულ SYRIZA-ს დელეგაციას ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს. დელეგაციის წევრებს შორის იყო განათლების მინისტრი, კოსტას გავროღლუ, ასევე, პანოს სკურლეტის, ნიკოს ფილის, პანაგიოტის რიგას, თოდორის დრიცას და ნიკოს ტოსკას.

ცნობილია, რომ SYRIZA-ს დელეგაცია უნივერსიტეტში საფეხმავლო ზონიდან შევიდა, თუმცა, ახალგაზრდებმა შესასვლელი გადაკეტეს და არ მისცეს მათ შესვლის საშუალება. დაძაბულობაც სწორედ მაშინ დაიწყო, რადგან SYRIZA-ს წევრებმა შენობაში შესვლა მოითხოვეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადეს შეღწევა, თუმცა, უშედეგოდ. შეხლა-შემოხლის დროს ყავის და წყლების სროლაც კი დაიწყეს. საბოლოოდ, “ორთაბრძოლა” იმით დასრულდა, რომ დელეგაციის წევრებმა ვერ მოახერხეს უნივერსიტეტში შესვლა.

მომავალი “პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებით EL.AS მაქსიმალურად მობილიზებულია. პირველად ამ წელს პოლიციას ვერტმფრენების გარდა, საჰაერო დრონებიც მოემსახურება. ათენის ტექნიკური უნივერსიტეტის მახლობლად საგანგებოდდ რეგულირდება საგზაო მოძრაობაც.

ამავდროულად, ყველა უსაფრთხოების დეპარტამენტს მიღებული აქვს პირველი ბრძანებები, რომლის თანახმად, შაბათს, ყველა პოლიციელი აუდიტორიებსა და კლასებში განლაგდება, უშუალოდ დეპარტამენტებში კი, მხოლოდ 1 პოლიციელი დარჩება.

melano

ტესტ