fbpx
საზოგადოება

ავტობუსის ახალი ხაზი, რომელიც ხალანდრსა და აგია პარასკევის მეტროს დააკავშირებს

ხალანდრისა და აგია პარასკევის უბნებში, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილვის თემა იმ შეხვედრაზე, რომელიც ΟΑΣΑ -ს თავმჯდომარის, ტასოს ტასტანის, ხალანდრისა და აგია პარასკევის მერებს შორის შედგა.

აგია პარასკევის და ხალანდრის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლის სახელით, მერებმა მოითხოვეს ავტობუსის ახალი ხაზის შექმნა, რომელიც ქალაქის ორ მნიშვნელოვან წერტილს, ხალანდრსა და აგია პარასკევის მეტრო სადგურებს დააკავშირებს. OASA-ს მხრიდან გაიჟღერა დაპირებამ, რომ აუცილებლად შეისწავლიან ამ ფართო რეგიონის საგზაო თავისებურებებს და შედეგებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ახალ შეხვედრაზე გააცნობენ.

“დღეს ჩვენ ძალიან კარგი და კონსტრუქტიული დისკუსია გვქონდა. OASA-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია ჩამოაყალიბებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც მოცემული ტერიტორიისთვის მიზანშეწონილი იქნება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იგი ითანამშრომლებს მთავრობასთან და გაითვალისწინებს მის შეთავაზებებს. ჩვენ ამ მოთხოვნას დადებითად შევხვდით და რეაგირებასაც, ჩვენი პოტენციალის მიხედვით მოვახდენთ. უფრო მეტიც, OASA-ს და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულება არის ის, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რათა მგზავრები უზრუნველყოფილი იყვნენ უკეთესი და სწრაფი მომსახურებით,” – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

 

onalem

ტესტ