ათენში ავტობუსებზე თავდასხმების გამო პოლიცია მუშაობის რეჟიმს შეცვლის

გავრცელებული ინფრომაციით, ათენში ავტობუსებზე თავდასხმების გამო სატრანსპორტო კომპანია და საბერძნეთის პოლიცია თანამშრომლობას იწყებს. დაგეგმილია შეხვედრა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და OASA-ს პრეზიდენტს შორის, რომელზეც გადაწყდება, თუ რა ზომებს მიიღებენ ისინი.

ამჟამად პოლიცია არ აკონტროლებს ტერიტორიებს, სადაც ავტობუსები ჩერდება, თუმცა, სავარაუდოდ, ესეც არ არის საკმარისი, ვინაიდან, ავტობუსებს თავს ესხმიან მაშინაც კი, როდესაც გადაადგილდებიან და თითქმის სავსენი არიან მგზავრებით.

ბოლო თავდასხმისას დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს.

სიტუაცია უარესდება და რადგან თავდამსხმელები არ ჩერდებიან, პოლიციამ გადაწყვიტა, გააძლიეროს მუშაობა კრიტიკულ ადგილებში და მაქსიმალურად გაზარდონ თანამშრომლობა OASA-სთან.

კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

melano

ტესტ