ავსტრიული გაზეთი: “საბერძნეთის მთავრობა გენერალური გაფიცვის წინაშე უძლურია”

“მინიმალური ხელფასი 751 ევრო, კოლექტიური შეთანხმება, სამუშაო ყველასათვის, კეთილდღეობა, არასამართლიანი საგადასახადო სისტემის აღკვეთა,” – ეს GSEE და ADEDY  პროფესიული კავშირების მთავარი მოთხოვნებია, რომლის წევრებიც იმისთვის გაიფიცნენ, რათა დღეს, ოთხშაბათს საპროტესტო აქცია გამართონ”, – წერს ავსტრიული გაზეთი “Deutsche Welle”.

გაზეთი აღნიშნავს: “კრიზისის დაწყების შემდეგ უამრავმა მობილიზაციამ და შეკრებამ ბერძნები ნამდვილად გადაღალა. ამას კი გარადუვალი შედეგები აქვს. კერძოდ, მოსახლეობას უამრავი მიზეზი აქვს ქუჩაში გამოვიდეს და თავისი უკმაყოფილება გამოხატოს. მიზეზი ისაა, რომ ბერძნები უფრო და უფრო ღარიბდებიან. სამომხმარებლო ფასები ბერლინთან შედარებით, ათენში მხოლოდ 14%-ითაა დაბალი, რადგან საბერძნეთში საგრძნობლად არის გაზრდილი გადასახადები. ამავდროულად, საშუალო ხელფასი, ბოლო 8 წლის განმავლობაში, 300 ევროთია შემცირებული. გარდა ამისა, უამრავ მოქალაქეს არ აქვს სამსახური, უმუშევრობა გასულ ოქტომბერს კიდევ უფო გაიზარდა, ზაფხულის ტურისტული სეზონის დამთავრების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი 20 აგვისტოს მემორანდუმიდან გამოვიდა, ჰორიზონტზე წინსვლა, თითქოს, მაინც არ ჩანს. ალექსის ციპრას მთავრობა მკაცრი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს. ეს კი მაინც არ შველის ოთხშაბათს დაგეგმილ გენერალურ გაფიცვას.”

melano

ტესტ