fbpx
საქართველო

ავარია საქართველოში: “აქეთ-იქეთ ეყა­რა ყვე­ლა, ბავ­შვე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი…”

ავა­რია გომ­ბორ­ზე დღეს დი­ლით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რი წყლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 16 ადა­მი­ან­მა, რომ­ლე­ბიც უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

უღელ­ტე­ხილ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან. ერთ-ერთი მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ავა­რი­ის დროს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში იჯდა, მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და:

“მძღო­ლი ამუხ­რუ­ჭებ­და, მაგ­რამ მან­ქა­ნა არ ჩერ­დე­ბო­და. ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და. ავა­რი­ის დროს მძღოლ­მა ყვი­რი­ლი და­ი­წყო და იძახ­და და­ვი­ღუ­პე­თო… ერთი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და დედა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მის­კენ არ გა­მე­ხე­და. ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და… ორი „მარ­შუტ­კით“ ვი­ყა­ვით. ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, ჩემს გარ­და“ – გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბულ­მა მოს­წავ­ლემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას. გო­გო­ნას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და.

“და­ვი­ნა­ხეთ გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, და­ხო­ცი­ლი ხალ­ხი. კედ­ლის თავ­ზე და­ვი­ნა­ხე ერთი ქალი, ას­ფალტზე ვნა­ხე ბავ­შვი… გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ცხედ­რებს… ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ვის ვინ მი­ყავ­და და მო­ყავ­და, წი­ვილ-კი­ვი­ლი ის­მო­და. ბავ­შვე­ბი თბი­ლი­სის სკო­ლი­დან იყ­ვნენ და მძღო­ლი და­სავ­ლე­თე­ლი კაცი ყო­ფი­ლა, ის ცო­ცხა­ლია, აქ და­ვი­ნა­ხეთ” – ყვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ავა­რი­ის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ნახა.

onalem

ტესტ