fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ავადმყოფური სიყვარული და დანაშაული, რომელმაც კიკლადების კუნძული შოკში ჩააგდო

ეს ისტორია გასული საუკუნის ყველაზე გახმაურებული და სასტიკი მკვლელობის შესახებაა, რომელიც 1961 წლის 21 აპრილს მოხდა.

კუნძულ ამორგოსზე, ერთ-ერთ სოფელში 25 წლის ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, რის გამოც მას თავისი თანატოლები ერიდებოდნენ.

ის სულ ჩხუბობდა და არავის ჰქონდა მასთან მუშაობის სურვილი. ერთადერთი, ვინც მხარს უჭერდა, ეს იყო სოფლის მეთაური, რომლის მიწებსაც 25 წლის ბიჭი ამუშავებდა და ასევე მის ცხოველებს უვლიდა.

მაშინაც კი, როდესაც ბიჭმა მისი 19 წლის ქალიშვილის შეწუხება დაიწყო, ის მისდამი დამოკიდებულებას არ ცვლიდა და მის დაცვას აგრძელებდა. შემდეგ 19 წლის გოგონა ადვოკატზე დაინიშნა, რომელსაც იგივე სახელი ჰქონდა, რაც 25 წლის ბიჭს. ბიჭმა ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 15 დღით ციხეში ჩასვეს. თუმცა, სოფლის მეთაურმა ის ციხიდან გამოიყვანა და მანაც მის მიწებზე მუშაობა გააგრძელა.

1961 წლის 21 აპრილს 19 წლის გოგონას თავის 8 წლის დასთან ერთად სახლში ეძინა. მისი დედა ათენში იმყოფებოდა, რადგან უფროს დას შვილი შეეძინა, ხოლო მამა სოფლიდან სამუშაოსთან დაკავშირებით იყო წასული. გვიან ღამით გოგონამ ხმაური გაიგონა, როდესაც წამოდგა და სანთელი აანთო, ოთახიდან გამოსვლისას 25 წლის ბიჭი დაინახა, რომელიც მას უხმოდ უახლოვდებოდა.

ბიჭი სახლში ჭერიდან, ბუხრის საშუალებით ჩაძვრა. 19 წლის გოგონამ მკაცრი ტონით უთხრა, რომ სახლი დაეტოვებინა, თუმცა ასევე მკაცრი უარი მიიღო. მან სანთელი ხელიდან გადააგდებინა და ნათელი გახდა, რომ მისი გაუპატიურება უნდოდა. ბიჭმა უთხრა: ”ან გაჩერდები, ან მოგკლავ!” გოგონამ კი უპასუხა, რომ სიკვდილი ერჩივნა.

ასეც მოხდა… ბიჭმა ბასრი ნიჟარა აიღო და გოგონას თავში ურტყამდა, თან ახრჩობდა და საბოლოოდ, გააუპატიურა. ამ დროს, სასტიკად მოკლული გოგონას 8 წლის და სახლიდან გაიქცა და საშველად დეიდას დაუძახა, რომელიც იქვე ცხოვრობდა.

თუმცა, როცა ქალი სახლში შევიდა, უკვე გვიან იყო. გოგონა სისხლში ცურავდა და მისი ტანსაცმელი დაგლეჯილი იყო. დამნაშავე გაიქცა. პოლიციამ ის მეორე დილას, საკუთარი ძმის სახლში დააკავა, რომელსაც თავშესაფარი სთხოვა.

1961 წლის ივნისში, 25 წლის ბიჭი სამოსის სასამართლოზე დამნაშავედ სცნეს და გაუაპტიურებისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და დანაშაული მიიჩნიეს, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. სწორედ ამის გამო 1962 წლის თებერვალში დამნაშავეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

onalem

ტესტ