fbpx
საზოგადოება

აუტიზმის მქონე ბავშვი ოჯახთან ერთად 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდება – აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტში გამთენიისას მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პირები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.

“ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა.

შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტიზმის მქონე ბავშვის  ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანია “ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან”,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 23 აგვისტოს, გამთენიისას, ნანა ანთიძე ორ შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან საბერძნეთში ბრუნდებოდა, როცა შვილებთან ერთად რეისიდან მოხსნეს. მისი თქმით, რეისიდან მათი მოხსნა უკავშირდება ნანას შვილის, 6 წლის გაბრიელის მდგომარეობას. გაბრიელს აუტიზმი აქვს.

გაბრიელი საბერძნეთში ცხოვრობს, იქ დადის სკოლაში და გადის თერაპიას. როგორც ნანა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რადგან სკოლა ზაფხულობით ისვენებს, ზაფხულში საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისივე თქმით, აქ დედა, ბავშვების ბებია, დაეხმარებოდა ბავშვების მოვლაში.

საქართველოში ყოფნისას მოულოდნელად გართულდა გაბრიელის მდგომარეობა. დედის თქმით, იგი მხოლოდ ავტომობილში ჩერდება, სახლში გაჩერება კი უჭირს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ადრე დაბრუნებულიყო. როგორც ნანა ანთიძე ამბობს, ბავშვის მდგომარეობის შესახებ კომპანია  “Wiz Air”-ს შეატყობინა, ისიც აუხსნა, თუ რატომ მიიღო ბილეთების გადაცვლის და ნაადრევად გაფრენის გადაწყვეტილება.  ბილეთის გადაცვლა, მისი თქმით, 1800 ლარი დაუჯდა.

ფრენა 23 აგვისტოს, დილით, 07:10 საათზე იყო დანიშნული. ნანას თქმით, ოჯახი აეროპორტში 2 საათით ადრე მივიდა. რეგისტრაციის ადგილას, სადაც ბარგს აბარებენ,  გაფრენაზე უარი უთხრეს. როგორც თავად ამბობს, გაბრიელი უკვე დამშვიდებული იყო, ადგილზე სასწრაფოც გამოიძახეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბავშვი ფრენისთვის მზად იყო.

წყარო: www.netgazeti.ge

 

onalem

ტესტ