fbpx
საზოგადოება

აუტიზმის დიაგნოზის მქონე მოსწავლემ სახელმწიფო გამოცდებზე უმაღლესი ქულა აჩვენა

დროსოს კონდილისი პირგუს მეორე საშუალო სკოლის კურსდამთავრებულია. მან თითქმის შეუძლებელი შეძლო! იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოცდებში 17.090 ქულა მიეღო, მან ბევრი იშრომა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მთავარი ისაა, რომ მას აუტიზმის დიაგნოზი აქვს. ახლა ასეთი მაღალი ქულები მას საშუალებას აძლევს, ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე ისწავლოს!

დროსოსი უნიკალური მაგალითია მსგავსი ტიპის დაავადებების მქონე ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ გამორჩეულები სხვებს შორის, არა თავიანთი ნაკლით, არამედ უდიდესი უპირატესობით. გამოცდების განმავლობაში მის გვერდით ყოველთვის დედა იდგა და მთელი გულით ამხნევებდა.

ის ახლა ძალიან ამაყობს თავისი შვილით და სხვებს ურჩევს, მისგან მაგალითი აიღონ.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი განვითარებადი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე ვლინდება. შედეგად ვიღებთ ნევროლოგიურ აშლილობას, რომელიც გავლენას ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენს.

აუტიზმის მქონე ბავშვები ხასიათდებიან სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევით. ხშირად ვლინდება თვითდამაზიანებელი ქმედებები.

ბავშვებში აუტიზმი ამოიცნობა, როდესაც ისინი გაურბიან თვალით და ზოგადად კონტაქტს, სურთ მარტო ყოფნა, აქვთ შეფერხებები მეტყველებაში, სენსორულ სისტემაში და ა.შ.

მსგავსი სიმპტომების ფონზე, ნამდვილად გასაოცარია ბერძენი ბიჭის წარმატება, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს საკუთარი შესაძლებლობების განვთარებისთვის.

onalem

ტესტ