fbpx
საზოგადოება

აუტისტ ბავშვს ბერძენი მასწავლებლები ჩაგრავენ: რას ამბობს ბიჭის დედა?!

ლენა კოსტი ტელეკომპანია Epsilon-ზე საუბრობს. ქალს 11 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც აუზიტმი აქვს და სწორედ ამის გამო, კერაცინის სპეციალურ სკოლაში დაჰყავს. მისი თქმით, ყველანაირ ზომას მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

კერძოდ, კოსტის თქმით ბავშვს სკოლაში მასწავლებლები ჩაგრავენ, ემუქრებიან და მასზე ფიზიკურადაც კი ძალადობენ:

“ჩემი შვილი აუტისტია და მეტყველების პრობლემა აქვს. იანი იღებს უამრავ ვერბალურ მუქარას, ფიზიოლოგიურ და ემოციურ სტრესს მასწავლებლებისგან იმ სკოლაში, რომელშიც აუტიზმის გამო დადის. ყველანაირ კანონიერ გზას მივმართე, წავედი ექსპერტთანაც კი, რადგან ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს, თუმცა, უშედეგოდ. ახლა იანი სახლშიც კი სხვანაირად იქცევა. როცა მასწავლებლებმა მისი ცემა დაიწყეს, სახლში წამოვიყვანე, სახლშიც კი ძალიან ეშინოდა. შემდეგ მოახერხა და გამიმხილა, თუ ვინ ძალადობდა მასზე. ასეთ ბავშვებს ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.

მე მაქვს აუდიო ჩანაწერი, თუ როგორ უყვირის და ძალადობს მასზე ერთ-ერთი მოქმედი მასწავლებელი. ჩემი შვილი საკლასო ოთახში ჩაკეტეს.”


onalem

ტესტ