fbpx
საბერძნეთი

ატიკის ხანძარი: რას უდრის ზარალი ამ დროისთვის არსებული შეფასებებით?!

საინჟინრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების შეფასება და მონიტორინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ სამი დღის მანძილზე შემოწმდა 3, 236 შენობა, რომელთაგან, ფაქტობრივად, სრულად განადგურებულია 908. ასევე, დამწვარია საერთო ჯამში 380 მანქანა.

მატისა და ნეო ვუძას ტერიტორიებზე დამწვარია 285 შენობა, რომელთაგან უკიდურესად მძიმე ვითარება 70 მათგანში აღინიშნება.

რაც შეეხება რაფინასა და კინეტას, რაფინაში საერთო ჯამში ცეცხლი 328 შენობას მოედო, რომელთაგან კრიტიკული სიტუაციაა 78-ში, ხოლო კინეტაში დაზიანებულია 120 სახლი.

ცხადია, მოცემული მონაცემები საბოლოო არ არის და შემოწმების სამუშაოები კვლავ გრძელდება. მომდევნო დღეებში გავრცელდება ინფორმაცია, ზარალის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ