fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ატიკა: 130 გაყალბებული პასპორტი და მოპარული 30, 000 ევრო – დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფება

გრძელვადიანი გამოძიების შედეგად საბეძნეთის პოლიციამ კარგად ორგანიზებული უცხოელთა კრიმინალური დაჯგუფება დააკავა. ისინი გასული წლის ნოემბრის შემდეგ იპარავდნენ და აყალბებდნენ დოკუმენტებს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება შესძლებოდათ.

პოლიციამ ოპერაცია ატიკის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა და საერთო ჯამში დაკავებულია 11 ადამიანი. ისინი უცხოელები არიან.

ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის 130 გაყალბებული პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი 809 ბარათი. ასევე, ბინადრობის ნებართვის საბუთები, მართვის მოწმობები და ა.შ. გარდა ამისა, ფულადი გზავნილების დოკუმენტები და სხვადასხვა მოპარული ნივთები. ამ ყველაფერთან ერთად კი, 30, 000 ევრო, ნაღდი ფულის სახით და მანქანა.

onalem

ტესტ