fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკის ხანძარი: 88 გარდაცვლილიდან მხოლოდ 51 მათგანია ამოცნობილი

შესაბამისი სამსახური, ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების იდენტიფიცირებას, დნმ-ის საშუალებით, აგრძელებს. ამასთანავე მაშველების, ექსპერტების, მეხანძრეებისა და მყვინთავების მიერ სხვადასხვა სამუშაოები სრულდება ხანძრის ეპიცენტრში გაუჩინარებული ადამიანების მოსაძებნად.

გავრცელებული ინფორმაციით, 88 გარდაცვლილი ადამიანიდან მხოლოდ 51-ის ამოცნობა მოხერხდა, რადგან დნმ-ის ანალიზის ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს და ეს დამოკიდებულია გენეტიკური მასალის სირთულეზეც.

რაც შეეხება დაკარგულ ადამიანებს, მათთან დაკავშირებით ყველაფერი გაურკვეველია, რადგან არ არსებობს ინფორმაცია მათ ზუსტ რიცხვთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია სულ 10 ადამიანი, რომელთაც სერიოზული დამწვრობები აქვთ მიღებული.

43 მოზრდილი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის არის ერთი ბავშვი, რომელსაც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში გაწერენ.

 

onalem

ტესტ