fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ატიკის საავადმყოფო: ექიმი ასობით ბავშვის და მოზარდის ჯანმრთელობით “თამაშობდა”

სასამართლო პროცესი შედგა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირება ჯერ კიდევ არ არის. საქმე ეხება ექიმს, რომელიც ატიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და დაუჯერებელ საქმიანობას ეწეოდა.

კერძოდ, კარდიოლოგს, გარდა იმისა, რომ არ ჰქონდა სამედიცინო სფეროში კომპეტენციის დამადასტურებელი დიპლომი, ბავშვებსა და მოზარდებს აძლევდა სერთიფიკატებს, რომელშიც ეწერა, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ. შემდეგ მიდიოდნენ სხვადასხვა სპორტულ კლუბებში და კავდებოდნენ სპორტით.

ეს კი ნიშნავს, რომ მაგალითად ბავშვები, რომელთაც გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, შესაძლოა მისულიყვნენ სპორტის ისეთ სახეობაზე, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა.

ამასთანავე მამაკაცი თანამშრომლობდა სხვადასხვა სპორტულ, სავარჯიშო დაწესებულებებთან, სადაც მათ შემდგომში აგზავნიდა.

საბოლოო ჯამში, ექიმი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობით თამაშობდა.

პირველად ამ ყველაფრის შესახებ 2014 წელს გაიგეს, როდესაც ექიმი ასოციაციის რეგისტრირებულ თანამშრომელთა სიაში ვერ იპოვეს. შემდეგ ამას მოჰყვა მშობელთა საჩივრები, რომელთა შვილებსაც აღნიშნული ექიმი “მკურნალობდა”.

onalem

ტესტ