ატიკა: ინტერნეტი 2,030 ავტობუსში, ტროლეიბუსსა და ტრამვაიში დამონტაჟდება – Georgians.gr

ატიკა: ინტერნეტი 2,030 ავტობუსში, ტროლეიბუსსა და ტრამვაიში დამონტაჟდება

ატიკის მასშტაბით 2, 030 ავტობუსში, ტროლეიბუსსა და ტრამვაიში Wi-Fi (უსადენო ინტერნეტი) დამონტაჟდება.

აღნიშნული სიახლე სატელეკომუნიკაცო და ციფრული პოლიტიკისა და ტრანპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლობის საფუძველზე დაინერგა.

მთელი ატიკის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტში Wi-Fi-ს დამონტაჟება 900,000 ევრო დაჯდება.

OASA-ს ინფორმაციით, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში 2015 წლის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობამ 352,116,000 მიაღწია, ხოლო მათი ტრანსპორტში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 20 წუთი იყო. რაც შეეხება ტრამვაის, იგივე მაჩვენებელი 14,482,000 ადამიანს უდრის.

melano

ტესტ