fbpx
საბერძნეთი

ატიკა: ბედის ანაბარად დარჩენილი მოსახლეობა ხელისუფლებას უჩივის

სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს. დაღუპულია 19 ადამიანი. მათი თქმით, ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს და ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი, წყლის და ელექტრო ენერგიის გარეშე.

ბოლო 120 წლის მანძილზე ასეთი წყალდიდობა მეოთხედ დაფიქსირდა და ჯერ კიდევ არ არის მიღებული შესაბამისი ზომები ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. როგორც ცნობილია ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ძლიერი და გადაუღებელი წვიმის შემთხვევაში. წყალდიდობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ალექსის ციპრას განცხადებით, პირველ რიგში ადამიანებს საკუთარი ძალებით დაეხმარებიან, ხოლო შემდგომში ის ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გამართვს.

მანდრას მოსახლეობას მოუწოდებენ ნუ დალევენ წყალს შესაბამისი შემოწმებების ჩატარებამდე.

წინასწარი შეფასებით, განადგურებულია 1, 500 სახლი და 2, 000-მდე ბიზნეს-ობიექტი. მანდრასა და მაგულას მოსახლეობა სასმელი წყლის და ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

”ორი დღეა არ გვაქვს სასმელი წყალი. არ გვაქვს რძე ბავშვებისთვის და არ გვაქვს ტანსაცმელი, რომ ჩავიცვათ. ნუთუ 2017 წელს ჩვენ მოვკვდებით ამ პრობლემით? ” – აცხადებს Skai-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

onalem

ტესტ