fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათინა ონასის ყოფილმა ქმარმა შესაძლოა 11 მილიონი ევრო დაკარგოს

ათინა ონასისა და მისი ყოფილი მეუღლის, ალვაროს განქორწინების საკითხი დიდი ხანია მითქმა-მოთქმის საგანია. ჩანს, რომ ალვაროს 11 მილიონი ევროს დაკარგვის საფრთხე ემუქრება, რომელიც განქორწინების შემთხვევაში უნდა მიეღო.

ათინა ონასის ადვოკატებმა დაადგინეს, რომ 11 წლიანი ქორწინების პერიოდში ალვარო ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა და ურთიერთობა ჰქონდა ბელგიელ ქალთან. ამ ყველაფერს უამრავი მტკიცებულება აქვს. მაგალითად ალვარო ფარავდა ფრენის, სასტუმროს, რესტორნებისა და სხვადასხვა VIP ადგილების ხარჯებს.

ადვოკატების ინფორმაციით, ყველა ეს დოკუმენტი ბელგიელი ქალის ხელშია, თუმცა მათ შეგროვებას 3 წელი დასჭირდა. გარდა ბილეთებისა და გადახდილი ქვითრებისა, ქალი ასაჯაროვებს ფოტოებს, რომლებიც მათ ურთიერთობას ცხადყოფს.

აღსანიშნავია, რომ ალვარომ ქალი ათინასთან ქორწინების შემდეგ, ძალიან მალე გაიცნო და 8,5 წლის მანძილზე ხვდებოდა.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, სასამართლომ ალვაროს შესაძლოა 11 მილიონი დააკარგვინოს, რადგან ფაქტია, რომ ის ქორწინების წესებს არღვევდა და მოთხოვნილი თანხის მიღების უფლება აღარ აქვს.

onalem

ტესტ