fbpx
საბერძნეთისაქართველო

ათენში საქართველოს და საბერძნეთის საგარეო უწყებებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 6 სექტემბერს, ქ. ათენში, საქართველოს და საბერძნეთის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ევროინტეგრაციის საკითხებზე. საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან პირველად გამართა პოლიტიკური კონსულტაციები ევროკავშირის საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და სხვა.

იმავე დღეს, საქართველოსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამართლებრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა პირველად ჩაატარეს ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია და შეათანხმეს აღნიშნულ სამართლებრივ ბაზაში შემავალი ხელშეკრულებების ჩამონათვალი.

onalem

ტესტ