fbpx
საზოგადოება

ათენში საღამოს საათებში ატმოსფერო აფრიკის მტვრისგან გაიწმინდება

აფრიკის მტვერი ათენსაც მოუახლოვდა და დედაქალაქის საინფორმაციო სააგენტო, გარემოზე დაკვირვების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დღეს საღამოს საათებიდან მტვრის ინტენსივობა ნელნელა შემცირდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხვალ, სამშაბათს, მტვერი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება და მომდევნო დღეებში უფრო და უფრო მოიმატებს.

კრეტასა და სამხრეთ საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში კი ფენომენი ნელნელა გაქრობას ოთხშაბათიდან დაიწყებს.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს დილით ხანიაში 1 კუბურ მეტრ ჰაერში 44 მიკროგრამი მტვერი დაფიქსირდა, ხოლო მეთონიში 179 მიკროგრამი.

მკვლევარების აზრით ხანიაში მტვრის ინტენსივობა მოიმატებს, ხოლო მეთონიში შემცირდება.

საბერძნეთში აფრიკის მტვერი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

onalem

ტესტ