fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ!

ათენში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ!

22 თებერვალს, ოკუპანტი რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, ახალგორიდან სეპარატისტებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვლი. მისი ცხედარი დღემდე დატყვევებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, 18 მარტს, 13:00 საათზე, სინდაგმის მოედანზე, ევროპარლამენტის წინ, გაიმართება საპროტესტო აქცია. ჩვენი მოთხოვნაა: ოკუპანტმა რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.

კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის რეალური სახე.

რ უ ს ე თ ი  ო კ უ პ ა ნ ტ ი ა !

პ უ ტ ი ნ ი  კ ლ ა ვ ს !

onalem

ტესტ