fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენში გუშინ მომხდარი მიწისძვრის დეტალები

გუშინ ღამით, 22:25 წუთზე, ათენში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მისმა ძალამ რიხტერის სკალით 4,4 ბალი შეადგინა. ატიკის მასშტაბით ბევრ ოჯახში პანიკაც კი შექიმნა, რადგან მისი ძალა საკმაოდ საგრძნობი იყო.

გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამატას ტერიტორიაზე იყო, ათენიდან 24 კილომეტრის დაშორებით, ხოლო მისი სიღრმე 5 კილომეტრი.

სეისმოლოგების განცხადებით, აღნიშნული ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კვლავ დაფიქსირდა 2, 6 ბალი სიძლიერის მიწისძვრა.

მათი თქმით, მიწისძვრის ძალა საგანგაშო არ არის და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

onalem

ტესტ