fbpx
საზოგადოება

ათენისკენ მიმავალ გზაზე სამი თვის ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინელი წყვილი, თავიანთი სამი თვის ბავშვთან ერთად, ათენისკენ მიდიოდა.

ღამის 11:30 საათზე ავტოსადგომთან გაჩერდნენ, რომელიც 239-ე კილომეტრზე მდებარეობს, რახების ოდნავ მოშორებით. მათ დასვენება და წახემსება სურდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა წყვილმა მანქანაში დაიძინა და ღამის პირველი საათისთვის გაეღვიძათ. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ბავშვი კარგად ვერ იყო.

როგორც წყვილი ამბობს, ბავშვი გალურჯდა და პირიდან ქაფი გადმოსდიოდა.

მშობლები (Λαμίας ) ლამიას საავადმყოფოსკენ მიდიოდნენ, ხოლო პოლიციის მანქანა უკან მიყვებოდათ.

სამწუხაროდ, როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ბავშვს სასიცოცხლო ნიშნები აღარ ჰქონდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

წყვილს იმის დაჯერება უჭირდა, რომ შვილი ასე უცებ, თვალსა და ხელს შუა დაკარგეს.

მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი პათოლოგიურ მიზეზებზე მიუთითებს, ანალიზი გვაჩვენებს, თუ რა გახდა, სულ რაღაც სამი თვის ბავშვის სიკვდილის მიზეზი.

onalem

ტესტ