fbpx
საბერძნეთი

ათენის ზოოლოგიურ პარკში ორი იაგუარი გალიებიდან გაიქცა!

ბერძნული მედია ორი კვირის წინ მომხდარ შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს. ათენის ზოოლოგიური პარკიდან გაიქცა ორი იაგუარი, როდესაც პარკი დამთვალიერებლებისთვის ღია იყო.

სამწუხაროდ, პარკის დაცვის სამსახურს იაგუარების მოკვლა მოუწია, რადგან ისინი კონტროლის საზღვრებს გასცდნენ და ხალხისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ მოახერხა ორმა იაგუარმა, სახელად სფოთიმ და ჯენიმ, გალიებიდან გაღწევა. 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩნდებოდა კითხვები, თუ რატომ არ გაუკეთეს იაგუარებს ანესთეზია, დროებით უგონო მდგომარეობაში ჩასაგდებად, რათა შემდგომ გალიებში დაებრუნებინათ, თუმცა, როგორც პარკის ხელმძღვანელობა აცხადებს, მსგავსი სახის ცხოველისთვის ადგილობრივი ანესთეზია გათვალისწინებული არ არის.

onalem

ტესტ