fbpx
საბერძნეთი

ათენის ყველაზე დიდი პარკი ნარკო-მომხმარებლების თავშეყრის ადგილი ხდება?!

ახალი პროექტი სახელწოდებით: „ სასწრაფო და დაუყონებლივი ზომები ნარკო-მომხმარებლების წინააღმდეგ“ ოფიციალურად არის შესული განსახილველად ათენის მერიისა და სამხარეოს შესაბამის უწყებებში.
პროექტის წყალობით ცნობილი ხდება რა ბედი მოელის ათენის ყველაზე დიდ პარკს, პედიოს არეოსს (Πεδίο Άρεως) : ის ოფიციალურადაც წამალზე დამოკიდებული ადამიანების, „ შპრიცის პარკი“ ხდება!
პროექტი მიზნად ისახავს გამოავლინოს და გამოაშკარავოს წამალზე დამოკიდებულნი. არა „ დამალვის და მიჩქმალვის პოლიტიკას!“ ახლო მომავალში ეს ოფიციალურად გახდება ადგილი „ნარკო-მომხმარებლების თავშეყრის, ეს იქნება მათი ათვლის წერტილი“ . ამრიგად, შესაბამისი უწყისები უფრო მარტივად და სწრაფად მოახდენენ რეაგირებას.
მოქალაქეები კი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ათენის მერიას საყვედურით მიმართავენ: „ დიახ, გასაგებია რომ ერთ დღეში ნარკო-მომხმარებლები ვერ გაქრებიან და ჩვენც მიგვაჩვნია რომ დახმარება სჭირდებათ და სწორი მკურნალობის კურსია აუცილებელი, თუმცა ათენის ყველაზე დიდი პარკი ოფიციალურადაც მათი თავშეყრის ადგილი გახდეს, ეს უკვე მეტისმეტია!“ აცხადებენ ისინი.
დისკუსიები ამ საკითხზე გრძელდება და ჯერჯერობით უცნობი რჩება პარკის მომავალი.