fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ათენის ტურისტულ ცენტრში მომხდარი მკვლელობა ჯადოს უკავშირდება – რაზე საუბრობს ბრალდებული?!

ათენის ტურისტულ ცენტრში, თისიოზე, უსახლკარო მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 32 წლის ალჟირელი მამაკაცი, რომელიც მკვლელობის მოტივად შოკისმომგვრელ თემას ასახელებს. პოლიცია ყველაფერს მოელოდა, მაგრამ არა ამას.

რაზე საუბრობს ის?!

აღსანიშნავია, რომ დაკავებულიც ასევე უსახლკაროა. მისი თქმით, ორივე მათგანს ჯადო ჰქონდა გაკეთებული და ეგონა, რომ მისი მოკვლით მოიხსნიდა. სწორედ ამიტომ მამაკაცს, რომელიც, ამ დროინდელი ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეა, დანით ჭრილობები მიაყენა და ფიქრობდა, რომ ამ გზით ჯადოს მოხსნიდა.

გარდაცვლილი მიტოვებულ შენობაში იპოვეს, რომელსაც ისინი დროებით თავშესაფრად იყენებდნენ.

32 წლის ალჟირელის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ