fbpx
საბერძნეთი

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფასდაკლებას აცხადებს

ათენის საჯარო ტრანსპორტის ორგანიზაცია (OASA) ფასდაკლებას აცხადებს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ყოველ სამშაბათს, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 10 ბილეთი და ერთ ბილეთს უფასოდ მიიღებს. აქცია გაყიდვების გაზრდის მიზნით ამოქმედდა.

შეთავაზება მოქმედებს ჩვეულებრივი ბილეთებისთვის, რომელთა ღირებულებაც 1,40 ევროა და ასევე შეღავათიანი ფასის მქონე ბილეთებისთვის – 0,60 ცენტი.

OASA-ს მმართველი დირექტორის განცხადებით, მათი მიზანია საზოგადოებაში ახალ ელექტრონულ საბილეთო სისტემასთან დაკავშირებით ცნობიერების დონე აამაღლონ, რომელიც ავტობუსებში, ტროლეიბუსებსა და ყველა საჯარო ტრანსპორტში ქაღალდის ბილეთებს ჩაანაცვლებს.

onalem

ტესტ