ათენის საავადმყოფოში ექიმი კიბოს სამკურნალო წამლებს იპარავდა

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა ექიმი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებს იპარავდა. ის, სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრია, რომელიც წამლებს ადგილობრივ საავადმყოფოებში იპარავდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ ყიდდა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაკავებული ექიმი პაგრატზე ცხოვრობს.

მის გარდა, პოლიციამ 4 მაისს, იგივე დანაშაულის ბრალდებით, 21 ექიმი, ექთანი და ფარმაცევტი აიყვანა.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს 4 ლიდერი და 17 წევრი ჰყავს. თუმცა, ეჭვის ქვეშ დგას რამდენიმე გადამზიდი კომპანიაც.

ექიმი იპარავდა წამლებს, რომელთა ხარჯებს თავდაპირველად საბერძნეთის სახელმწიფო ფარავდა და მათი ღირებულება 1, 000-დან 6, 000-მდეა, (1, 120$ – 7, 180$).

წამლები იყიდებოდა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში, ცხადია, ბევრად მაღალ ფასში, მაგალითად, 6, 000 ევროს ღირებულების წამალს ყიდდა 15, 000 ევროდ.

melano

ტესტ